დამაჯერე
მომიყევი დარდით გავსილ ღამეებზე უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე ჩვენს ფანჯრიდან ფიფქებივით მოელვარე. და მიამბე უანგარო სიყვარულზე რომ მიმღერეო ისე, როგორც არავისთან ძველებურად არაფრისთვის შემიყვარე და მიამბე არარსებულ სიყვარულზე. წვიმიანი ამინდივით შემიფარე ჩემს წასვლასაც უდარდელად ნუ უყურებ მოურჩენელ ჭრილობებზე მიმკურნალე შემიბრალე, შემიბრალე. დამიწერე, ბოლო ლექსი დამიწერე ცის გადაღმა შენს უფალზე მესაუბრე დამიხატე, მხატვარივით დამიხატე შენი ფერის მოგონება გამიცოცხლე. მაპატიე, წასვლისათვის მაპატიე ჩემს სიტყვებსაც შენებურად ეტირება დამაჯერე სიყვარულის არსებობა მომეხვიე, მომეხვიე. მომიყევი დარდით გავსილ ღამეებზე უძინარი ტკივილების გარიჟრაჟზე მომიყევი სხვა სამყაროს დასაწყისზე დამაჯერე, დამაჯერე... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი