აპრილში თოვა


რომ დასრულდება აპრილში თოვა,
მე მაშინ მოვალ...
რომ წაიღებენ დღეებს ქარები
გადაჰყვებიან ხეები გლოვას
ტოტებს ეცმევათ შავი სამოსი,
ტოტებს გადახრილთ სიმწუხარეში

ყველაზე მეტჯერ სამშობლოს მოვკლავთ...

ყველაზე მეტჯერ სამშობლო მომკლავს

მე კი მოვკვდები, ბევრჯერ  მოვკვდები,
თუ დაგჭირდები უთუოდ მოვალ,

შენი უმანკო სულის გულისთვის,
შენს ბნელ ცოდვებსაც დავიბრალებდი

შენს ტკივილებსაც შევიხორცებდი
შევიყვარებდი შენს სიმარტოვეს
ოღონდ, შველოდეს რამე ტკივილებს
მოკვეთილ ხელებს შველოდეს რამე...

რომ წაიღებენ დღეებს ქარები 
გადაჰყვებიან ხეები გლოვას 
რომ დასრულდება აპრილში თოვა,
მე მაშინ მოვალ
...

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი