გამუდმებით
ასეა მუდამ სიმარტოვე როცა გვეჩვევა დავდივართ ღამე ქუჩებში და დარდებს ვიქარვებთ და იცი ღმერთო სამყაროში მხოლოდ ეს ჩვევა დაჰყვება პოეტს სიკვდილამდე და მის შემდეგაც როცა წახვედი, ამის მერე მე სულ მარტო ვარ მე სულ მარტო ვარ დემონებთან, განსაცდელებთან და რატომ გიკვირს, პოეტები თავს რომ იკლავენ იკლავენ ჩუმად, გამუდმებით, დაუსრულებლად დაუმთავრებლად მტკივნეული ტკივილების გადასატანად და რომ წახვედი რა გგონია რამე ვისწავლეთ ? ისე დავმძიმდით, დავბეჩავდით, გამოვიფიტეთ დავენარცხებით მიწაზე და ცოდვილ სხეულებს ცოდვილი სული რომ დატოვებს ნუთუ მიიღებ? ნუთუ ერთხელაც გვაპატიებ ? სულელ არსებებს, რომლებმაც მოგკლეს ათასჯერ და რომ შეეძლოთ კიდევ მოგკლავდნენ. ასეა მუდამ სიმარტოვე როცა გვეჩვევა დავდივართ ღამე ქუჩებში და დარდებს ვიქარვებთ და იცი ღმერთო სამყაროში მხოლოდ ეს ჩვევა დაჰყვება პოეტს სიკვდილამდე და მის შემდეგაც... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი