დგას შემოდგომა
დარჩნენ სახლები მარტოობის შესამკობლებლად დაცარიელდა ყველა გრძნობა ერთი შეხედვით სული დალია, დასამარდა, როგორც ყოველთვის გარდასულ დღეთა დამტანჯველი სიამოვნებით. სიკვდილი დარჩა ღამეების ნანატრ ოცნებად ყველაფრით დაღლილს ცარიელი სულით დღეები, მიქრიან და თან მიაქვთ გემებით, ზღვისფერ აფრაზე გაჭიმული ჩვენი ცხოვრება დავიწყებაა დასაწყისი ყველა ჩივილის განუკურნელი დამრჩენია ყველა ჭრილობა და ეს დღეებიც განსჭვალული ერთფეროვნებით გარდაუვალი ტკივილების დგას შემოდგომა ოჰ, როგორ მძიმედ მეორდება კადრი ფილმებად და სარეცხ თოკზე დაკიდული ყველა ტკივილი ჩემს ფანჯრებიდან მომზირალი ქუჩის ხედები მიბღვერს ქალაქი, მიბღვერს კაცი და მეცოდება. დარჩნენ სახლები მარტოობის შესამკობლებლად დარჩა ქალაქი თაღიანი ცოდვის ბილიკით და ეს დღეებიც გამსჭვალული ერთფეროვნებით დგას შემოდგომა სევდიანი, ტკივილიანი... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი