საქართველოზე


გახსოვს გვივლია მეგობარო წვიმაში, თოვლში 
გვიწანწალია ბნელ ქუჩებში დაღამებამდე 
გვიოცნებია ბევრ რამეზე გვიოცნებია
 დაკარგულ სახლზე, გამძღარ ბავშვზე, საქართველოზე.

და გვინატრია წყაროს წყალი პეშვით ტუჩებთან 
და დედის ნანა სასთუმალთან დაღამებისას
დაგვიწერია მთვარის შუქზე ლექსები ბლომად 
ეჰ ცრემლებამდე გვიცინია სულელებივით.

და გვყარებია ისე მაგრად, რომ თვით სიკვდილი, როგორც არასდროს ისე ძლიერ მოგვდომებია. 
და გვინანია შეცდომები ყელამდე სავსე.
ავტირებულვართ ისე მწარედ, თოთო ბავშვივით.

დავსველებულვართ წვიმაშიც ერთხელ გვისაუბრია სიყვარულზე მთელი განცდებით

დიახ გვტკიოდა და ვსწუხდით ერთად, 
რომ ლოთებივით ჩავკალით სევდა არდაბრუნების.

და გვიცხოვრია ასე თუ ისე, მაგრამ გაძლებით 
ამ არაფრისთვის ყველაფერი გაგვიწირია
დავმარცხებუვართ ბევრჯერ, მაგრამ, როგორც შეგვშვენის
ამ დამარცხებით კმაყოფილნი გავჩერებულვართ!..

გახსოვს გვივლია მეგობარო წვიმაში, თოვლში 
გვიწანწალია ბნელ ქუჩებში დაღამებამდე.
გვიოცნებია ბევრ რამეზე გვიოცნებია 
დაკარგულ სახლზე, გამძღარ ბავშვზე, საქართველოზე

ე.მარღია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი