ბებოს


ბავშვობის ყველა მოგონება
წაიღო ბებომ
და მეც უმალვე გავიზარდე
მორჩა ბავშვობა
....
აღარ განვიცდი აღარაფერს,
არავინ მიყვარს,
აღარ ვტირივარ
ტკივილები აღარ მახრჩობენ
როცა ჩემს თავში უმანკო ,,ბავშვი" მახსოვს, რომ მოკვდა  ყველაფერი მაშინ დაიწყო.

ვეღარ ვიძინებ სიბნელეში
იმ ღამის შემდეგ
გარეთ თოვლია და გარეთ თოვლში დაიარება მწუხარება, სევდა და ამ წამს...
იმ ღამის შემდეგ,
იმ ღამის შემდეგ,
ღმერთის აღარ მწამს!

დავამარხინე ყველაფერი
უცხო და ძველი, მოგონებები უხსოვარი მიწას შევწირე
დამაქვს სხეული ცარიელი,
უშნო და სველი
,,მე ბეღურა ვარ მოხვედრილი წვიმაში მარტო"
იმ ღამის შემდეგ
იმ ღამის შემდეგ
ბავშვობის ყველა მოგონება
წაიღო ბებომ
და მეც უმალვე გავიზარდე 
მორჩა ბავშვობა...

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი