მერე
რა ვიცი, მერე... მოვიკლა თავი. იქნება ტკივილს ეშველოს რამე იქნება სევდა დამთავრდეს, მორჩეს იდუმალ ღამეს მოეღოს ბოლო! რაში გვარგია, რაც კი რამ ვწერეთ? საით ილტვიან სულები ჩვენი? და რომ დავლიეთ, ლოთებს რომ ვენდეთ ჰმ... ვერ გაგვინელა ღვინომ ტკივილი. წვიმაა. დარდი სრულიად მარტომ, ზურგზე შევიბი მთელი სიმძიმით და წვანან სულში. გადაღლილ ხელებს , გადაღლილ თვალებს, გადაღლილ სხეულს გადაუარეს! რა ვიცი, მერე... მოვიკლა თავი. იქნება ტკივილს ეშველოს რამე მ ა დ ლ ო ბ ა ღმერთებს! დიდებულ ღმერთებს! ასე რომ შექმნეს ადამიანი... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი