სამუდამოდ(ეძღვნება კაცს, რომელიც მატარებლის ვაგონში გარდაიცვალა)
სამუდამოდ გვტკივა და მუდამ იქნება ასე რადგან ცოდვილებს მიგვიძღვის ბრალი რადგან დავეცით ხორცამდის, სული დავგლიჯეთ, მოვსპეთ ერთმანეთს ვეცით რადგან არა აქვს სიცოცხლეს ფასი გაუფასურდა სიკვდილიც ჩვენში რადგან არაფერს აღარ აქვს აზრი და კაცი მოკვდა... ვაგონი მიდის.... ვცხოვრობთ სევდაში, შრომაში, დარდში გადავეჩვიეთ სახეზე ღიმილს და ვცხოვრობთ ასე გადარჩენაზე გათოშილ სინდის, გაყუნულ ხელებს ვითბობთ მანქანის ამოსუნთქვაზე... და როგორია იცხოვრო შიშით ? და როგორია იცხოვრო ცოდვით? და მოლოდინით სიკვდილის შემდეგ რამე იქნება !... ანდაც იქნება რამე?! თავად დაგვტოვე ღმერთო და პასუხს, მოითხოვ ვისგან ?! როცა დავგლიჯეთ ერთურთი ყველამ მოვსპეთ მართალი, ბატონობს ცუდი და რომ წახვედი სულ ამის შემდეგ დავკარგეთ სახე დავკარგეთ ყველა კარგი და წმინდა. გამეფდა ჩვენში ზიზღი და შური დასახლდა ჩვენში და აღარ ქრება... გვანახე გზები სწორი და სუფთა გვაჩვენე აზრი რისთვისაც გვიღირს გავუძლოთ სევდას, გავუძლოთ ტკივილს ... გვტკივა და მუდამ იქნება ასე რადგან ცოდვილებს მიგვიძღვის ბრალი რადგან დავეცით ხორცამდის, სული ვაჩუქეთ ეშმაკს ვაჩუქეთ ეშმაკს .... ე.მარღია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი