სამშობლოს


ახლა, რადგან უკვე გვიანია
ვიცი ჩემო თავო განაჩენი
გზაზედ სარანჩები გადარბიან
მიწებს აოხრებენ არაგველის

არხოტს გადაეცი განაპირას,
სადაც თვალუწვდენელ სოფლებია
ბევრჯერ დავიღლებით გადარჩენით,
სადაც გორაკი და ბორცვებია

სიკვდილს შევეჩვიეთ, ყორღანების
ქვები სისხლიანი სამარხების
ახლაც არაფერი გამაჩნია
სულში გაჩენილი ანათემის

წარსულს მისტირიან განა დღენი
დღეებს გავექეცი გადამრია
წლები გადიან და ასე უცაბედად
ასე მარტოსული დამიბერდი

ისე შეცოტავდი  ქარტეხილში
ამდენ ბრძოლაში და ვაებაში
ასე ხელის გულზე დაგიტევდი
სევდას გავფანტავდი ზმანებაში

ტკივილს ვისესხებ და დაისვენებ
ახლა, რადგან  უკვე გვიანია,
რადგან ვერ შევძელი დამეცავი
გზაზედ სარანჩები გადარბიან
მიწებს აოხრებენ არაგველის...

ე.მარღია
#პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი