ნუგეში


ლაშამ თმა შეაჭრა

ციცქნა დედოფალას

და თვალები ცრემლით

ამოევსო ანას.

ატირებულ გოგოს

ამშვიდებდა ტასო, -

გაეზრდება მალე,

თმა შენს თოჯინასო.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი