ექიმი უნდა გავხდეო
ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა, მერე კი ისევ დაიწყო თავიდან... თოჯინის ამდენ წვალებას ვეღარ გაუძლო მამიდამ: - ჯუნა ცოდოა, ეყოფა, ნუ გაუწყალე გულიო... ანამ იწყინა შენიშვნა: - ვერ ხედავთ? ჩემს შვილს ვუვლიო!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი