ხუთი წლის ვარ...
რეზი გახდა ხუთი წლის და ოთხის ვარო, გვიმტკიცებს, გაჯიუტდა, არ გვიჯერებს, დედასაც კი იფიცებს. - ტყუილზე რომ იფიცები, არ გრცხვენია, რეზიკო? - ეს ანდრია გაუბრაზდა, ცოდოაო, დედიკო. - კარგი, მაშინ ხუთისა ვარ... დაუჯერა უფროს ძმას, უკვე აღარ ჭირვეულობს, როცა, ვინმე ულოცავს. საღამოს კი გაგვიცხადა, - ხუთი წლის ვარ,მართლაო, არც ტყუილზე დავიფიცებ, ჩემს დედიკოს ახლაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი