ჩემი თოფი


ბაბუმ მომიტანა
გუშინ თოფი დიდი,
ძლიერ გამიხარდა,
ვმღერი, - ჰაი, გიდი!

მონადირე მქვია,
უნდა მოვკლა მგელი,
გადავძახე ბიჭებს
და ტყისაკენ ჰერი!..

- ამით მოვკლავთ,
მგელსო? -
ახარხარდა ვასო...
რად მინდოდა, ბაბუ,
თოფი - სათამაშო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი