მტრედი


ბაბუმ მტრედი მოიყვანა
თეთრი, წითელფეხება,
მერე მისთვის სარდაფში
გალიაც კი ეძება.

თათიამ და სალომემ
უმალ ხელი დასტაცეს,
მერე მისი მოვლა კი
ბებიკოსაც არ ანდეს.

დილაა თუ საღამოა,
მაინც მასთან არიან.
მტრედიც ისე შეეჩვია,
სულ არ უნდა გალია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი