წიწილების სიმღერა
წია-წია, მზის გულზე გამოვედით ხალისით, რახანია ეზოში ჩვენი ხმები გაისმის. წია-წია, დავქრივართ, საკენკს ვკენკავთ, ვწივწივებთ. გვიხარია სიმღერა, გულყვითელა წიწილებს. ვეღარც ქორი გვაშინებს, ვერც ზღაპრების მელია. დარაჯად გვყავს მურია, ჩვენი ეზოს მცველია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი