პატარა მათემატიკოსი


ანგარიშობ მთელი დღე,
სულ ციფრები, ციფრები,
პასუხს ეძებ? ნუ დარდობ,
დაიხმარე ჩხირები,

ვაშლები და კაკლები,
ზოგჯერ კიდევ თითები.
თუ ჭკუასაც დაიხმარ,
პასუხს უცბად მიხვდები.

სიზარმაცე თუ არ გძლევს,
კარგი ბიჭი იქნები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი