დედის თვე
მარტი კაბას იკერავსო, ბებომ გუშინ მასწავლა, ცისარტყელა შვიდფერაა, მზე კი თურმე - ცხრათვალა. მარტს დედის თვეს ეძახიან, იაიით მოსართავს, ენძელებს და ყოჩივარდებს გაზაფხულად მონათლავს. ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ, მეც დავხატავ გაზაფხულს, ჩემს დედიკოს მივულოცავ ათას, ათას სიხარულს. მარტის თვე ხომ დედასია, მე ვაჩუქებ დანარჩენს, სხივი ფერებს ჩამომაწვდის ნახატისთვის ასარჩევს. სიყვარულით ვაფერადებ, ცისარტყელას, შვიდფერას, როცა დედა ჩემთან არის მაშინ მინდა სიმღერაც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი