შემოდგომის სურათები


*
თეთრი გოგრა ნიკას უყვარს,
ჩურჩხელები - თამუნას,
ბებოს ჯერ არ ამოევლო,
უკვე შეახრამუნა.

ზამთისათვის მოგროვილი
ვაშლი, კომში, კაკალი,
აი, ასე დაწყებულა
შემოდგომის ზღაპარი.

*
საწნახელში ნიკა დგას,
ფეხის წურავს რქაწითელს,
ანდრო ტკბილი ბადაგის
ქვევრში ჩასხმას დაიწყებს.

ბებო ავლებს ჩურჩხელებს,
ზეიმია ნამდვილი...
აი, ასე დავხატე
შემოდგომა ამ დილით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი