პატარა ნიკოლოზის ნატვრა
მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში თურმე ვაზი გადახმა! ნეტავ ჩემი საქართველო ერთიანი მანახვა!.. მტრის გადამწვარ ჩემს ნიქოზში თურმე კერა გაცივდა! ჩემს მზიან საქართველოში სისხლის წვიმით გაწვიმდა. მტრის წართმეულ ჩემს სოხუმში სხვა ნებივრობს მზის სხივით! დატრიალდა ჩემს მამულზე დღეს ბორბალი წისქვილის. მტრის დაცხრილულ გორის ციხეს სიკეთედ სდის მირონი, თავს გვახსენებს წინაპართა „საქმენი საგმირონი“. მტრის დაჩეხილ საქართველოს ისევ ეწვის ჭრილობა, მისთვის თავის განწირვაა ახლა დიდი გმირობა! მტრის წართმეულ ჩემს ქსუისში, თურმე ვაზი გადახმა! ნეტავ ჩემი საქართველო ერთიანი მანახვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი