საახალწლო


ახალი წელი ნიკაა,
თოვლის ბაბუა - ანდრია,
ფიფქია - ციცქნა თამუნა
იღვიძებს დილაადრიან.

- ჩქარა ჩაიცვით, ბიჭებო,
ზეიმზე გვაგვიანდება,
არ დაგვავიწყდეს ხურჯინში
ბევრი მაშხალის ჩადება.

საჩუქრებს რომ დავარიგებთ,
შევეგებებით ახალ წელს,
ერთად ჩავაქრობთ ნათურებს,
მაშხალებს ერთად ავანთებთ.

ერთად შევხვდებით ახალ წელს,
ლექსებით, ცეკვა-სიმღერით,
ყველამ იცოდეს, - გმირებად
საქართველოსთვის ვიზრდებით!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი