რეზის საახალწლო ლექსი
რეზიმ მორთულ ნაძვის ხეზე ნათურები აანთო, მერე ბებოს საახალწლო სურვილებიც გაანდო: „თოვლის პაპა ახალ წელს საჩუქრებს რომ მომიტანს, ამოვარჩევ ჩურჩხელებს, კანფეტებს და გოზინაყს. ჩავალაგებ ხურჯინში, არც არავის დავუცდი, წითელ სპაიდერმენში სანტა კლაუსსს გავუცვლი“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი