ეს ჩემი გული...


ეს ჩემი გული, წუთისოფელში,
საოცრებებით როცა ივსება.
არაფერს ვდარდობ– მოკვდავი რითაც,
არარსებობას შეეთვისება.

სხეულს გარედან კვლავ აწერია,
სულის წარწერა დაუფარავად.
ნელი სვლით მიდის სული ზეცისკენ–
რჩება წარწერა,, მე შინ არა ვარ".

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი