მთელი სამყარო დავკარგე...


მთელი სამყარო დავკარგე ერთ დღეს
ხომ არ მოგიკრავთ თვალი?
არ შეგეშლებათ ვარსკვლავთა რიგში
შუბლსხივოსანი, მდგარი.

სიმდიდრის მონა ვეღარ შენიშნავს,
ამას გარკვევით ვწერ.
ის დუკატებით არ იზომება,
იქნებ მიპოვოთ, სერ!

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიმ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი