0 596

დიდი სიგიჟე ღვთაებრივი...


დიდი სიგიჟე ღვთაებრივი ნიჭი ყოფილა
შორსმჭვრეტი მზერა გზასაც გაიგნებს.
ეს დიდი ნიჭი უდრის სიგიჟეს,
უმეტესობა ასეც გაიგებს.

შენ რაღას იზამ?– თავსაც დაუკრავ,
კმაყოფილიც ხარ გარჯით.
ასე რომ არ ქნა–შფოთს გიწოდებენ
და დაგაბამენ ჯაჭვით.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
კომენტარები (0)