სული აკეთებს არჩევანს...
სული აკეთებს არჩევანს ერთხელ, არ შემოგიშვებს, დახშა კარები. არ მიეძალო აჯობებს იდგე, ასე კენტი და მიუკარები. აქვე იცდიან მეფის ეტლები, გულის ზღურბლია გადასალახი. ამ კარის თაღქვეშ ვერ გაეტევი, თუ არ წაეცხო მუხლებს ტალახი. ის ამოირჩევს მდიდარს, საჩინოს მერე შიშისგან ხელებს აფარებს, და იმ მოგროვილ ქვებსაც აჩვენებს. რითაც დაუხშო თვალი საფლავებს. (ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი