ვიცი არსებონს


ვიცი, არსებობს სადღაც სხვა ზეცა,
ყოველთვის სუფთა და მშვენიერი
იქ სხვანაირი შუქი აქვს მზესაც,
თუმცა სიბნელის გასდევს იერი;

ოსტინ, დამჭკნარი ტყენი კი არა,
ველნი კი არა, მუდამ რომ დუმან-
იქ პაწაწინა ტყე არის ერთი,
რომლის ფოთლებიც მწვანეა მუდამ:

იქ არის ერთი ბრწყინვალე ბაღი,
რომ ვერ დაამჩნევს ყინვა იარებს
მის მარადიულ უჭკნობს ყვავილებს
მესმის ფუტკარი ვით დაბზრიალებს:

გემუდარები ჩემო ძამიკო,
მოდი, ჩემს ბაღშიც  შემოიარე!

(მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი