ისე ...


ისე დავიპყარი
მწვერვალი მიპარვით -
ნაყოფი ვუსრისე ეკალს უმწიფარი,
ჩემს სავალ ფერდობზე ლაღად რომ ხარობდა.
მწვერვალი სუფევდა
მახლობლად ღრუბელთა
და ძლიერ შორს იყო ცხოვრების ხაროდან...

მომქონდა ზემოდან,
რაც მოსახვეჭია;
რომ არ დამცვენოდა,
კბილებით მეჭირა...
და აწი ამ ძღვენმა თუგინდ გამაცუდოს
მსგავსად მოწყალების უტიფრად მთხოვართა,
სახეს კმაყოფილი იერით მოვირთავ
და დამშვიდებული მოვივლი საწუთროს.

(მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი