მუდამ მშიერი წლების ...


მუდამ მშიერი წლების მანძილზე,
ერთმა მზიანმა დღემ დამაპურა,
ხელისკანკალით ჭიქა ავივსე
ტუჩი დამსუსხა ღვინომ ზღაპრულმა,

თუმცა ვიცოდი - უმალ აჭრიდა
ნაგუბარ ნაღველს სიმაძღრე ხვალის,
გამოვეტირე ღია ფანჯრიდან
მტვრიან ქუჩაში დარჩენილ ხალისს.

ხვალე ეს ხვავი უნდა მომბეზრდეს,
აღარ ვარ ერთი ლუკმის შემყურე -
ბუნების მზიან დარბაზობებზე
მე რომ ვუყოფდი მშიერ ბეღურებს.

სიმდიდრე უჩვევს გულ-მკერდს მისერავს,
სულს მარტოობა დაღივით უჩანს,
მე ახლა თავს ვგძნობ ბარში, გზის პირას,
მთიდან გადმორგულ დაგვალულ ბუჩქად.

შიმშილს კი მიჰყავს გლახაკთა მოდგმა -
იქ, სადაც ცათა სანახებია -
ყველა გამვლელი, ვინც კართან მოდგა,
ვინც ირეკდა და არ გაღებია.

(მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი