ერეკლე ბეჟუაშვილის ბიოგრაფია
ერეკლე ბეჟუაშვილი (დ. 12 ივლ., 2010) – ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო კოლეგიისა და თანამედროვე ავტორთა გაერთიანების წევრი; არის აზროვნების კლუბის დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელსაც 2024 წლის მარტიდან უძღვება. „ქუჯის“ პრემიისა და მსოფლიო ლიტერატურის ფესტივალის ლაურეატი. რუსთაველის ოქროს მედლის მფლობელი. ისრაელის სსფ „გულთა კავშირის“ წევრი და კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაიბადა 2010 წლის 12 ივლისს ქალაქ თელავში. სწავლობს საქართველოს უძველეს - თელავის პირველ საჯარო - სკოლაში, რომელიც 268 წელს ითვლის. უკრავს ფორტეპიანოზე, აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად შესწავლის სურვილი და ამჟამად 180-მდე სტროფს ფლობს. არის ასობით ლექსისა და ორი გამოცემული წიგნის ავტორი - „ტიბეტური საგანძური“ და „ვარსკვლავქვეშეთში“ (რეცენზენტები: დათო მაღრაძე, გიორგი კეკელიძე, გიორგი გოგოლაშვილი). პირველი წიგნი დასახელდა ბესტსელერად. იგი 420 გვერდს მოიცავს, შესაბამისად, ამ ასაკში (12-13 წელი) ამხელა წიგნის გამოცემას სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება. მისი წიგნები განთავსებულია მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში, მათ შორის, ამერიკის პარლამენტის (კონგრესის) ბიბლიოთეკაში, რომელიც ყველაზე დიდია; ასევე: ჰარვარდის, კოლუმბიის, ანიანგისა და კალიფორნიის (UCLA) უნივერსიტეტთა ბიბლიოთეკებში. იყო ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ორგზის ნომინანტი. მისი ლექსები დაბეჭდილია ბევრ ანთოლოგიასა და ჟურნალ-გაზეთში. გატაცებულია საინტერესო და უცნაური ფრაზების შეგროვებით. იგი ხშირად მონაწილეობს ტელეგადაცემებში, სადაც მისი საუბრის ძირითადი თემები ისტორია, ლიტერატურა, განათლება და სკოლაა. გაზეთმა „ბანკები და ფინანსები“ 2025 წლის ადამიანად დაასახელა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი