ღამე მღეროდა ლოთივით


ღამე მღეროდა ლოთივით,
ჩრდილებს ფერხულში იწვევდა.
შენამდე კი არ ვცხოვრობდი,
უბრალოდ, ყოფნა მიწევდა.
თუ შემიყვარდი - ბოდიში...
თუ შემიყვარებ - მადლობა...
არც პასუხისთვის არა გწერ
და არც მოველი დანდობას.
ჩვენი შეხვედრა ვინა სთქვა,
სად დაწერილა, როდიდან?
გამარჯვებული ვბრუნდები
მე წაგებული ომიდან.
მაგრამ მომესმა უეცრად
ფანჯრის რაფიდან ჭრიჭინი - 
ეს სექტემბერიც წასულა
პირველკურსელი ბიჭივით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი