ჩვენი ქალაქი


ჩვენი ქალაქი

ახლა ჩემადაც არ მიმაჩნია
ქალაქი, ერთ დროს რომ ერქვა ჩვენი...
უშენობისას გადამარჩინა,
ამიტომ, მისი ერთგული ვრჩები.

ჩვენი ქალაქი, სხვა ხალხით სავსე,
სულაც აღარ ღირს წამითაც ჭვრეტად.
როცა ხელახლა ვიფიქრებ მასზე,
სიცოცხლე მომკლავს სიკვდილზე მეტად.

შეუვსებელი მრჩება დავთარი...
უნდა გაგანდო, არსად რაც თქმულა,
ვიდრე მოვიდა ისევ ზამთარი
და გაზაფხული დამანატრულა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი