სიმარტოვის სიმარტივე


სიმარტოვის სიმარტივე

გამომეღვიძა ზმანებით შემთვრალს
და ფეხარეულს მომწყურდა ძილი.
რა იქნებოდა, გადაკვრით გეთქვა,
ახლა სად ხარ ან ხვალ საით ივლი.
ისევ კარგი ხარ... უფრო კარგიც კი...
ხეებიც თითქმის ისეთივეა.
ვიცი, შორსა ხარ და ვერ დამიცდი - 
ეს სიმარტოვის სიმარტივეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი