* * * („დიდი ხნის მერე კვლავ გნახე სადღაც“)
* * * დიდი ხნის მერე კვლავ გნახე სადღაც - თავს აფარებდი წვიმაში ჭადრებს. თუმც არ მქონია, მივტირი მაინც შენთან მყოფობის ბედნიერ წამებს. ...მაგრამ გახსოვდეს, მეც ისე ვლამობ, რომ არ დაგკარგო ამ საღამოსვე, როგორც დამარხვას ბოცმანი ნატრობს ფსკერთან, ხომალდთა სასაფლაოზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი