* * * (უსათაურო)


ყვავსა და ყორანს არ ედარდება,

სად გაატარებს ურთულეს ზამთარს.

არც შეწუხდება ის შინ დარჩენით,

რთულჟამობისას ეცლება სახლ-კარს.

წუმპის ბაყაყსაც არ ენაღვლება,

როგორ განილევს ყინულის სეზონს.

შორს ხტომა-ხტომით მდინარეს ტოვებს,

თავს შეაფარებს სადღაც, სხვის ეზოს.

ახლა ვფიქრობ და კითხვა მიჩნდება,

ესაა გულის დანაკვნესები:

ვინც ძნელბედობას სამშობლოს ტოვებთ,

რით ხართ ამაზე უკეთესები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი