Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_scv7978mihainn620li298hio1, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
თბილისური არია - ერეკლე ბეჟუაშვილი | პოეზია

თბილისური არია


ღამის თბილისი საოცარი სასეირნოა:

რომ გავუყვები, ჩრდილი მომდევს ბარათაშვილის.

იქით, ზედ ტივზე ყარაჩოღლებს ჟრიამული აქვთ;

ჩემი სახლის წინ დიღმისხევი არის გაშლილი.

აბანოთუბანს ძველი ორთქლი ასდის კიდევაც,

ხოლო ქუჩები კვლავ ნიკალას ბედსა სტირიან.

არაბსაც ცოტა წაუცხია თავისი ხელი.

ვაჰმე, ამ ქალაქს რაოდენი მწარე ჭირი აქვს.

ხანდახან მინდა მოვეფერო მიწას დაჩაგრულს - 

იქნებდა ამით გავუქარვო მძიმე წარსული.

მთელი სამყაროს მშვენება ხარ, ღამის თბილისო!

არვინ მინახავს მე შენიდან წყრომით გასული.

განა რამდენჯერ მეღირსება შენი შემკობა?

განა როგორღა გითხრა სიტყვა გასახარელი?

შენით აღინთნენ ტატო, გალა და ამამღერე,

მეც ამიყოლე შენდა ტრფობით ბიჭი კახელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი