ცა
ცას უნდა ვთხოვო, გავარღვიო კამაროვანი: სამშობლო, ძმები მომხდურისგან გადამირაზე. რა საბრალოა, ყველასაგან შესაცოდარი, ვინც სიყვარული ვერ მოასწრო დედამიწაზე!.. იმ ძალას ვეყმო ან იქნება დავუმეგობრდე, რომელიც ხმელ კუნძს ისტორიად წარმომისახავს. მე ხომ ზამთარში საუკუნე თმენით ველოდე, თუ ურწმუნ-უღვთო პირჯვარს როგორ გამოისახავს. სულის დიდების ტაძარშია ხატი ნამდვილი, ოდესმე ვინმეს წრფელი გულით რომ შეუმკვია. უსაზღვრო არის და დიადი რწმენით წადილი სამყაროს შეცვლის, როს მზე თავს ხრის და ცაც უტყვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი