ჭადარი


ჭადარო, შენი ვაება

გულს მომწოლია სევდადა.

იქნებ კიდევაც გაშალო

შენი ყლორტები ზეცადა.

მაგ დღის იმედით ვსულდგმულობ,

რომ გაიხარებ, ქართველო.

მუმლი ვერ მოგეკარება,

ჩაუქრობელო სანთელო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი