ივლისისფერი გათენდა დილა
ივლისისფერი გათენდა დილა, შენმა სურნელმა დაათრო ცაცხვი. მე ისევ ისე გიცდი და ვზივარ - ვიხსენებ, შენს თავს მაგონებს რაც კი. ომს სიყვარულთან სიცოცხლე აგებს, კიდევაც მტკივა, რაც ეჭვმა ღარა. ჩუმად, ძვირფასო! ნუ გახსნი ბაგეს... თვალებში ერთი ჩახედვაც კმარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი