მარინისტი


მარინისტი

„სიყვარული შესანიშნავია მაშინაც კი, თუ ის ცალმხრივია - იგი თავისთავადაა შესანიშნავი!“ - ნაპოლეონ ჰილი, „როგორ მოვახდინოთ სასწაულები?“.

აღარ დამთავრდა ეს ზღვის მოქცევა,
გავარდისფრდება ცა დაბინდული.
ქვებზე ისვენებს შენი ოცნება - 
გამორიყული და გარიყული.

დროს სიყვარული ზედ არ იკარებს,
მძინავს ცხადში და მღვიძავს სიზმრებში...
ვეძებ ღელვაში გამქრალ ნიჟარებს,
როგორც ჩაკარგულ ხურდებს ჯიბეში.

რომც ჩაიძიროს, დავრჩები გემზე,
რომელსაც ჰქვია შენი ხატება
და რამდენჯერაც ვიფიქრებ ჩვენზე,
ცრემლი იმდენჯერ შემემატება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი