*** („მე იმ დღეს მოვკვდი, რა დღესაც ვიშვი“)


***

რამდენი რამე გამოგვივლია,
სულს ლევს წარსულის ჩიტი ნიბლია.
მე იმ დღეს ვიშვი, რა დღესაც მოვკვდი,
რადგან გხედავდე - ძვირი ხიბლია.
ისე მჭირდები, ვით დილას ღამე,
ირემს წინწკლები და პასუხს - კითხვა.
რამდენი რამე ვერ ითქვა სიტყვით
და უთქმელობით რამდენი ითქვა!
დაფლეთილ ფარდებს ვუყურებ შიშით,
მე იმ დღეს მოვკვდი, რა დღესაც ვიშვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი