როცა
მზე წავა ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ, დასალიერთან მიაღწევს გემით. დუმილის ბოლო ძაფის გადამჭრელს რა უიმედო იმედით გელი. იმ ქვას ვერა ვთმობ, იმ კენჭს და ნატეხს, წარსულის ხიდზე რომ ჩაგორდება. ის, რასაც ხსოვნით წავიღებთ საგზლად, აღარასოდეს განმეორდება. რომ შემომხედე, როგორც მეეტლემ უდროოდ ბორბალმოტეხილ ურემს, მაშინ დაიწყო სწორედაც ის გზა - სიყვარულივით ვიწრო და მრუმე. არ მიძებნია ცა უკეთესი, არ გადავსულვარ მიღმეთში ბორნით, რადგანაც შენთან ყოფნა მერჩივნა - ერთი ფილტვიდან ვსუნთქავდით ორნი. ნუ იტყვი, სულო, შენ რა გაშფოთებს, ნურც გაასწორებ აწეწილ ზეწარს. მე მეშინია იმ ალიონის, როცა უშენოდ ავხედავ ზეცას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი