საქართველოში
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი საქართველოში სევდა გაბევრდა, საქართველოში ხალხი დაბერდა, საქართველოში ბატონობს ცეკა, საქართველოში ვმღერით და ვცეკვავთ; საქართველოში არ ვანთებთ სანთლებს, საქართველოში ვამტყუნებთ მართლებს, საქართველოში ცოტას სწამს ღმერთის, საქართველოში მტკვარს ქსანი ერთვის; საქართველოში ბოლო ზარია, საქართველოში გაგვიხარია, საქართველოში ტრაბახობს ყველა, საქართველოში არა ჩანს შველა; საქართველოში სვამენ ხვანჭკარას, საქართველოში ვარდი დამჭკნარა, საქართველოში ქართველი გაქრა, საქართველოში კოცონი ჩაქრა; საქართველოში გვმოძღვრავს რეგვენი, საქართველოში უყვართ ეგენი, საქართველოში მარხია გმირი, საქართველოში განძია ძვირი; საქართველოში უჭკუო ბჭობდა, საქართველოში უბნები გვქონდა, საქართველოში ვერ შექმნი გუნდას, საქართველოში იბრძოლო უნდა! საქართველოში მაძღარსაც შია, საქართველოში ძალა მთაშია, საქართველოში აღარ გვყავს მეფე, საქართველოში კატები ყეფენ; „საქართველოში იბადებოდნენ“, საქართველოში აღარ კვდებოდნენ, საქართველოში ჰყავდათ ძმები და საქართველოში მოკლეს თემიდა; საქართველოში ვიტყუებთ თავებს, საქართველოში ჩვენ ვანგრევთ თავლებს, საქართველოში ვერ ვიხდით ვალებს, საქართველოში სულ ველით ხვალეს! *** იქნებ, ამიტომ გადავრჩით ზუსტად, ღმერთის რომ გვწამდა უღმერთოდ მუდამ?! ხვალე დღეს არის - ვირწმუნოთ ამის, მე მჯერა მხოლოდ ციური ძალის! 30. 01. 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი