კალამბურები
კ ა ლ ა მ ბ უ რ ე ბ ი * მზის და ვარდების მხარეში მიდის ეკლების თარეში. * ათასი ფლიდი ამიტანია, მაგრამ არც ერთი ამბისტანია. * სიკვდილზე ადრე სიცოცხლე მოგკლავს, თუ არ ისწავლი სიკეთის ზოგვას. * ვინც არის წიგნის ჭია, სუყველას რატომ შია?! * ზოგჯერ მგონია, თავისუფლება არის ღმერთების მხოლოდ უფლება. * სჯობია, ასჯერ დაეცე, ვიდრე პრობლემებს გაექცე. * ლექსის დაწერის წესია - იოლად უკეთესია. * მოეფერე მეზობელს, მზე იყოს თუ ბნელოდეს. * თუკი ქუჩაში იღვრება სისხლი, ავლადიდებას რა თავში იხლი! * უსიყვარულოდ ცხოვრება ყოფილა ამაოება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი