ქართველად ყოფნა ამქვეყნად რა ღირს?


წაჯღაბნილ კედელს ურცხვად ეტყობა
ბედი ქართველის, ბედი მგოსანის.
ეჰ, ქართველობის ჩვენ რა გვეტყობა...
ბედნიერება ისევ შორს არის.
გაბერწებულა ალვის ხის ტოტი,
ფოთლებს, ვით ნამუსს, ქარბუქი აჰყრის.
პასუხი მოგვცეს, გვაღირსოს ღმერთმა:
ქართველად ყოფნა ამქვეყნად რა ღირს?
სანამ მოვტეხავთ სიცოცხლის ლერწამს
და გამოგიხსნით, წმინდა ასულო...
აწმყოში ვწვალობ, მომავლის ვერ მწამს,
მეც მიმითვალე შენად, წარსულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი