დათო მაღრაძის რეცენზია ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნზე „ვარსკვლავქვეშეთში“


🇬🇪 ✨ დათო მაღრაძის - პოეტის, საქართველოს ამჟამინდელი ჰიმნის ავტორის, კულტურის მინისტრის (1992-1995 წწ.) - წინათქმა ერეკლე ბეჟუაშვილის ახალ წიგნზე "ვარსკვლავქვეშეთში":

"რადგან რეცენზიის წერაში გაწაფული არა ვარ ან უკეთ რომ ვთქვა, არასოდეს დამიწერია რეცენზია წიგნზე, ცხადია, ამ მოკლე წინათქმასაც რეცენზიის პრეტენზია ვერ ექნება.

უბრალოდ, მინდა სიკეთე და მხნეობა ვუსურვო ერთ ახალგაზრდა სწავლულ კაცს, რომელსაც ლექსის წერაც ეხერხება და პროზისაც.

სწავლული კაცი ვახსენე და მინდა მკითხველის ყურადღება ამ ფრაზაზე წამით შევაჩერო.

ჩვენში მომრავლდნენ ინფორმირებულები და, სამწუხაროდ, მათ შორის ცოტაა, ვისაც სწავლული ეთქმის. ინფორმაცია რომ განათლებაში გადაიზარდოს, ამას ოჯახისშვილობა და კულტურა სჭირდება.

ერეკლე ბეჟუაშვილი ჩემზე ოჯახისშვილი და სწავლული კაცის შთაბეჭდილებას ახდენს, ვისაც საკუთარი სწავლულობით თავი კი არ მოსწონს, არამედ სურს ქვეყნის მსახურებაში გაიყოლოს საკუთარი სწავლა-განათლება.

ბევრი საგულისხმო და საინტერესო რამ შემხვდა ერეკლეს ნაწერებში, რაც მაფიქრებინებს, რომ წინ დიდი, საინტერესო და შინაარსიანი გზაა.

წყალობა არ მოჰკლებოდეს ამ გზაზე მავალ ერეკლე ბეჟუაშვილს."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი