კირ სტარმერის წერილი ვაჟიშვილს
კირ სტარმერი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2024 წლიდან წერილი ჩემს ვაჟს ჩემეული თარგმანი (წერილი მომეწონა, ასე რომ, თარგმნა და თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტე. დედანს იხილავთ ქვემოთ. ეს ჩემი პირველი თარგმანია) თითქოს გუშინ მოგიყვანეთ სახლში... საკმაოდ ვნერვიულობდით, მაგრამ მზად ვიყავით მომავალი გზის დასაწყებად. დღეს შენ უკვე - ჩემთვის დაუჯერებლად - 17 წლის ხარ. აი, სიმაღლეშიც გამისწარი და თავდაჯერებულ, კეთილზნიან, გასაოცარ ახალგაზრდა მამაკაცად ჩამოყალიბდი. განუზომლად ვამაყობ შენით. მე ამჟამად მამაჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. როდესაც დედაჩემი, შენი ბებია ჯო (ჯოზეფინა), ავად იყო - და ის ძალიან ავადმყოფობდა - პაპაშენი მასზე თავდადებულად ზრუნავდა, თუმცა ჩვენ არასოდეს გვისაუბრია გულახდილად. პრაქტიკულად, ერთმანეთი ვერ გავიცანით. და მე მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ურთიერთობა განსხვავებულად წარიმართებოდა. დროის შენთან ერთად გატარება ჩემი კვირის განუყოფელი ნაწილია. გვერდიგვერდ სეირნობა იქნება ეს, თუ „არსენალის“ ყურება. კარგად მომეხსენება, რომ ამ ეპოქაში აღზრდა სულაც არაა იოლი. არსებობს გარკვეული ზეწოლა ახალგაზრდაზე, რაზეც საუბარი უადგილოა და, ასევე, არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხიც ძალიან მერთულება. კითხვები - მენტალურ ჯანმრთელობაზე, მასკულინარობასა და სოციალურ მედიაზე. გულწრფელად რომ გითხრა, ეს ადვილი საქმე არაა. მახსოვს, როგორ ვაკვირდებოდით შენს მოზარდულ გარდატეხას და, როგორც მამას, ხანდროს ამის ცქერა მიჭირდა. თუმცა, თუკი რისიმე იმედი მაქვს, ესაა: ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, ერთმანეთისაგან შემეცნებასა და დახმარების ხელის გაწვდენას. მიზეზი ჩემი საქმიანობისა, რაც ერთგვარი მსხვერპლია შენთვის, შენი დისა და დედაშენისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მე მომავალი თაობისათვის უკეთესი სამყარო მსურს. როდესაც შენხელა ვიყავი, ჩემი თავის უკან ხშირად ჩამძახოდა უცნაური ხმა, თითქოს საკმარისად კარგი და მართებული არ ვიყავი რაღაც-რაღაცებისათვის... თუ რაიმე რჩევა მექნება შენთვის (და არამხოლოდ; ყველა ბავშვისთვის, ვინც ამწუთას შენს გზას გადის), სწორედ ამას გეტყვით: ნურასდროს მოუსმენთ ამ ხმას! ყველა ახალგაზრდას აქვს რამე ღირებული და მე მინდა დავრწმუნდე, რომ შენი თაობა მიიღებს იმგვარ მომავალს, როგორიც ნამდვილად დაიმსახურა. შენ და შენი და ჩემი სიამაყე და ნეტარება ხართ. მუდამ სიყვარულით, მამა Keir Starmer - PM of UK since 2024 A letter to my son It feels like only yesterday that we brought you home. So nervous, but so excited for the journey ahead. Today, almost unbelievably, you're already 17. You're taller than me and you've grown into a confident, kind, wonderful young man. And I'm so proud of you. Now, I didn't have a very close relationship with my own dad. When my mum, your grandma Jo, was sick, and she was very sick, he cared for her devotedly, but he and I never really spoke. We never really got to know each other. And I was determined that my relationship with you was going to be different. And spending time with you is one of the highlights of my week. Whether it's a takeaway or going to watch the „Arsenal”. I do know it's not easy growing up in this day and age. I know there are pressures on young men that are difficult to talk about and questions that, frankly, are difficult to answer. Questions about mental health, masculinity, social media. I remember when we watched adolescene together, and as a dad, it was tough to see at times. But if there's one hope I have, it's that we keep talking, keep learning from each other, keep helping each other. The reason I do the job I do, and I know that means huge sacrifices for you, your sister, and your mum, is because I want the world for tomorrow's generation to be better. When I was younger, I often had a voice in the back of my had that told me I wasn't good enough, or right for certain things. If I had one message for you and for every child growing up, it would be this: don't listen to that voice. Every young person has something to offer, and I want to make sure every child realises their dreams, so your generation has the future that it deserves. You and your sister are my pride and joy. Love, Dad
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი