საახალწლო
ჩვენი კოპწია ნაძვის ხე დღეს ათასფერად ბრჭყვიალებს, შენ, ჩვენო თოვლის ბაბუავ, მოსვლას ნუ დაიგვიანებ. მოდი, გვაცეკვე, გვამღერე, ისმინე ჩვენი ძახილი, ჩვენს ბაღში შემოაგელვე ეჟვებიანი მარხილი. ახალი წელი მოვიდა, შენთვის გოზინაყს ვაკეთებთ, ვიცით, ხურჯინით მოგვიტან საჩუქრებსა და კანფეტებს. - სიმღერით გადმომილახავს გზა შორი, ძნელად სავალი. ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი, ცუგრუმელებო სალამი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი