ბავშვობის ტკბილი მოგონებები


სისხამ დილით,გამოღვიძებით,
თვალების ფშვნეტით,
ფარფატა თეთრი საკინძლის ფრიალით,
ფანჯრის რაფასთან,
ფიქრთა ყრდომით,
ჩემს ლამაზ ეზოში მდგომი,
მწვანე ფოთლებით შემოსილი,
შეწითლებული სამაისო,
ვაშლების ხედვით.

ქარის შრიალით,
ჩუმი ჩურჩულით,
უცებ ხმაურით ეზოში,
მოფარფატე წიწილების,
წია-წიავი,იხვების ვიხ-ვიხვი,
პატარა ბოჩოლას ბღავილით.

გვერდზე გახედვით,
ატმის ბუსუსებით,
შემკული,შევარდისფერებული
სურნელი.

დედის ტკბილი,
შაქარლამა შეძახილებით,
დედის დარგული,
მარწყვის მწკრივები.

თეთრი ბუთქუნა,
ბლის შემოქანებით,
ერთი დიდი სიამოვნებით,
მოსმენილი,
მეზობლების შემოძახილები.

მე და ჩემი დის წრიული,
ცეკვა თამაში,
ბედნიერი სიცილ-კისკისით,
მთელი სულის ტკბილი,
მოგონებების შესუნთქვით.

ამ ნეტარების შეგრძნებით,
გახსენებით, ნანატრი,
ბავშვური სითბო, სიყვარულის,
თბილი მოგონებები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი