სამშობლოს მონატრება
სამშობლოს სიყვარულითა, ნატრობით, იმედის გულცხელებითა, ვაჟკაცთა სულის მედგრადა, ციხე-გალავნით დგომადა, მოშორებულო შენი ქვეყნისა, მინდორ-ველებით გატყორცნილ მზის სხივივითა, აგუზგუზებულ მკერდში მოხვედრით, შენ შვილთა წასვლით, ნაღვლითა ატირებულო ქვეყანავ, დაშორებულო, ცოლ-ქმართა, შვილთა, მძიმე ხვედრითა... შეუშრობელო ცრემლის დენითა, მონატრებულო ქვეყნავ. სხვის ქვეყანაში მოსმენით, საქართველოსა ჰიმნისა, გულისა-ხელსა დადებით, ანთებულითა გულითა, ატირებულო ბიჭებო!!! ფეხზე მდგომ შემართულნო ყოვლითა!!! თბილო და ტკბილო ქვეყანავ, ვაზ-ყურძენისა ნაჟურით, ბულბულის ტკბილი გალობით, ამღერებულო ქვეყანავ. მალე გვენახოს, ჩვენს ირგვლივ, წასულთა დიდი დინება, მონატრებულთა, ხვედრითა, ხელ-მარჯვენითა შენებით, თავიანთ უფლის ნებითა, მოცემულ ბინა-სახლითა, დაბუდებოდეთ ქვეყანას, თქვენს ეზო-კარმიდამოსა!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი