ღამის წყვდიადში ჩურჩული


ღამის წყვდიადში,
ჩუმი იდუმალებით,
ჩურჩულის სმენით,
აივანზე მდგომი,
თამბაქოს კვამლში
გახვეული გაურკვეველი,

გრილი ჰაერის
შესუნთქვით...
მაისის გაუთავებელი
წვიმებით..

ნაძვის ხეები,ღამის ჩრდილში 
მოქცეულნი,
ცაში ახედვით შავი
 მარგალიტებად აცმულ,
ღრუბელთა ფენა.

ციფრულთა ათვლით,
წუთების გასვლით,
ღრმად მდინარი,
მთვარის ნათება.

თითქოსდა ღრუბელთა კრება,
მთვარის გვირგვინის
ნათელი სინათლის 
მოფენით...
საიდუმლოს მალვით.

გამოუცნობი სამყაროს
ხილვით გაოგნებული,
ღრმად მოფენილი
ფიქრთა ველი.

იმდენად შიშით,
იდუმალებით მოცული
ქარის შრიალის
ბასა გავს...

უცებ ნიავი წამოუბერავს 
და თან წაიღებს,
იდუმალებით მოცულ 
ღამის მონათხრობ ამბავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

საოცარი ღამეა

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი